Wednesday, June 22, 2011

რა ვისწავლე ისტ კურსის განმავლობაში

     გადავწყვიტე დავწერო არა ის, თუ რა ვისწავლე პროფესიული თვალსაზრისით, ისედაც ცხადია, რომ ბევრი რამ. ცხადია იქიდან, რომ მე და ბლოგი მეგობრები არასდროს ვყოფილვართ. დღეს კი ვზივარ და პოსტს ვწერ ჩემს საკუთარ ბლოგზე. თემას ცოტა სხვა მხრივ განვავრცობ, მით უმეტეს, რომ ამაზე ყურადღება არავის გაუმახვილებია. მაშ ასე, რა ვისწავლე კურსის განმავლობაში:
      პირველი და ყველაზე მთავარი – თანამშრომლობა და გუნდურობა(ნებისმიერ ადამიანთან). ვფიქრობ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთგაგება.  
      ყველაზე დასამახსოვრებელი – „საკუთარი თავის პატივისცემა“. ბრჭყალებში სპეციალურად ჩავსვი, რადგან ბატონი პავლეს სიტყვებია კოლოქვიუმის წერის დროს ნათქვამი :). საკუთარი თავის პატივისცემა, რა თქმა უნდა, ახალი არა ჩვენთვის, მაგრამ ის, თუ როგორ შეგვახსენა ბატონმა პავლემ ძალიან დასამახსოვრებელი იყო. 
     მეგობრობა – არ იფიქროთ, რომ მეგობრობა არ ვიცი რა არის და არ მყავს(შეიძლება ბევრი არ მყავს მაგრამ ძალიან კარგები არიან და ძალიან მიყვარს). უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ისტ ჯგუფის ბავშვები და ხელმძღვანელი ძალიან მეგობრულები აღმოჩნდნენ. ისტ ჯგუფი ერთ–ერთი საუკეთესო მაგალითია მეგობრობისა, მიუხედავად სქესისა, ეროვნებისა და ასაკისა.
     კიდევ ბევრი რამ ვისწავლე მაგრამ მეძინება და წერა მეზარება :).
  მოკლედ, გარდა ცოდნისა შევიძინე სხვა მნიშვნელოვანი „რაღაცრაღაცეები“. ამიტომ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პავლეს, რომ იყო არა ჩვეულებრივი ლექტორი, არამედ მასწავლებელი და მეგობარი. მადლობა მინდა გადავუხადო, ასევე ბავშვებს და იმედია არ მიწყენთ, თუ ზვიადს და გიორგის გამოვყოფ, ბლოგის შექმნაში დამეხმარნენ და.... :) 

კარგი წავედი, თორემ თავი შეგაწყინეთ :)

Thursday, April 7, 2011